ვანო მერაბიშვილის პლაკატი შეღებეს – დაკავებულია ორი აქტივისტი

   პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ორი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები პატრულმა მანქანით აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც მათ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე გაკრულ ვანო მერაბიშვილის პლაკატს და წარწერას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წითელი საღებავი შეასხეს.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდულმა ცენტრმა“ აქცია მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოცხადების მოთხოვნით გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები