საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა

   გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან აქცია გამართა. დიცელებს გასული წლის აგვისტოში სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. ისინი ზარალის კომპენსაციას სახელმწიფოსაგან ითხოვენ. დაზარალებულ დიცელებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი თოთლაძე შეხვდა და მათ დაჰპირდა, რომ ზარალის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხები ხვალ დაურიგდებათ. 2013 წლის 28 აგვისტოს სტიქიის შედეგად 4 სოფლის მოსახლეობა დაზარალდა, მათ ხეხილის ბაღები და სავარგულები მთლიანად გაუნადგურდათ. სახელმწიფომ დაზარალებული პირების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 94 ათასი ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები