ამ ბინძური კადრების გავრცელებით „ნაციონალებმა“ შური იძიეს“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ამით ყოფილმა ხელისუფლებამ კონკრეტულ პარტიაზე იძია შური.
„მე არ დავასახელებ იმ ადამიანს, რომელზეც ეს კადრები გავრცელდა, მაგრამ ის იმ პარტიას წარმოადგენს, რომელიც სააკაშვილმა თავისი მიზნებისთვის ვერ გამოიყენა. ამ პარტიამ ღიად თქვა, რომ მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთებას. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „ქართულ ოცნებასთან“დაახლოებას აპირებენ. ამ ბინძური კადრების გავრცელებით კი „ნაციონალებმა“ შური იძიეს“, – განაცხადა მჟავანაძემ „ახალ თაობასთან“ საუბარში.
მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მსგავსი კადრების გავრცელება არაფერში აწყობდა.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებას ეს კადრები არც აქვს. 2013 წლის ზაფულში საჯაროდ მოხდა მათი განადგურება. ყველამ ვიცით, რომ ამ ფაილების ასლები საქართველოდან გაქცეული „ნაციონალების“ ხელშია, რომლებიც როდის რას გამოაგდებდნენ, კაცმა არ იცის. ეს ყველაფერი „ნაციონალების“ ნახელავი რომ არის, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. მაგალითად, ინტერნეტში ეს ფირები 2-3 წუთის დადებული იყო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვარდნენ და ერთი ამბავი ატეხეს“, – აცხადებს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები