დავით ბერძენიშვილი: „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით უპირობო უპირატესობა აქვს

„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით უპირობო უპირატესობა აქვს. სხვა კანდიდატებთან, მეორე ტურში არ აქვს უპირატესობა”,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
„იქ, სადაც მეორე ტურში გავლენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს აქვს დიდი უპირატესობა, თუმცა ეს ყველგან არ იქნება. თუ, მაგალითად, მეორე ტურში გავლენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, იქ უკვე შეუძლიათ იმ პარტიის წარმომადგენლებს მეორე ტურში მოიხმარონ სხვები. ჩვენ ავწიეთ მაჟორიტარული ოლქები 50%-მდე, აბსოლუტურ უმრავლესობაში მეორე ტური იქნება და ძალიან მაღალი ალბათობით – სერიოზული კონკურენციაც. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ოცნებას“ უპირებო უპირატესობა აქვს, სხვა კანდიდატებთან მეორე ტურში უპირატესობა არ აქვს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები