რა კავშირი აქვს მეგის ქარდავას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან?

„ქარდავას ნამდვილად ექნება მაკომპრომეტირებელი მასალები და მას ნამდვილად გაავრცელებს“,- ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა 2013 წელს ტელეკომპანია მე-9 არხთან საუბრისას გააკეთა.
თუმცა ახლა, როდესაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 2 ფარული ჩანაწერი გავრცელდა, ადვოკატი უარყოფს თავის სიტყვებს და აცხადებს, რომ ეს ფრაზა თავის დროზე მას შეგნებულად დაუმონტაჟეს, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეექმნა.
„ეს კომენტარი ისე დაამონტაჟეს, რომ არასწორად გადაიცა. მე მეორე დღესვე გავაკეთე კომენტარი და განმარტება. თვითონ ჟურნალისტმა მითხრა, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ არ ვიყავი საქმის კურსში,რადგან უშუალოდ მეგის ქადავასთან შეხება არ მქონდა. რაც შეეხება სიუჟეტის ავტორს, ირაკლი მამალაძეს აღსანიშნავია, რომ, მისი განმარტებით, ადვოკატმა იცრუა. მისივე განმარტებით, მას რომ ჰქონოდა პრობლემა მის ნათქვამთან, აუცილებლად იჩივლებდა“, – აცხადებს ველიჯანაშვილი.
მეგის ქარდავას ადვოკატი 2013 წელს კი საპირისპიროს ამბობდა:
„მეგის ქარდავა ფიქრობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არის. აქედან გამომდინარე, მეგის ქარდავა შესაძლებელია, რომ მსგავს მოთხოვნას აყენებდეს. მაგრამ მეგის ქარდავა ის ადამიანია, რომ თუ ის ამბობს, რომ აქვს, ესე იგი მას გაავრცელებს. ქარდავას ნამდვილად ექნება ის კადრები და მათ ნამდვილად გაავრცელებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები