ეკა ბესელია: ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაც მოხდა, ამაზრზენი და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი დანაშაულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია, ერთ-ერთი ოპოზიციონერის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე საუბრისას აცხადებს.
დეპუტატის თქმით, აუცილებელია იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯა, რომლებმაც ეს ამორალური დანაშაული ჩაიდინეს.
“უპირველესად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაც მოხდა, ამაზრზენი და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი დანაშაულია. ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო ჩარევა, რომელიც პიროვნების დაცულ სივრცეს ეხება. ეს დანაშაული მორალური თვალსაზრისით უმძიმესია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველა ერთსულოვანნი ვართ, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ზღვარს გადააბიჯეს და სხვის პირადს შეეხნენ. აუცილებელია იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯა, რომლებმაც ეს ამორალური დანაშაული ჩაიდინეს. პრევენცია მხოლოდ ეს იქნება“, – აცხადებს ბესელია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, სააკაშვილის დროს და მისივე თანხმობით ყველა მის ოპონენტსა და საჯარო პირს უკანონოდ უთვალთვალებდნენ, დევნიდნენ, ნაწილს აქვეყნებდნენ, ნაწილს პირადად აშანტაჟებდნენ.
“კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის დროს და მისივე თანხმობით ყველა მის ოპონენტსა და საჯარო პირს უკანონოდ უთვალთვალებდნენ, დევნიდნენ, ნაწილს აქვეყნებდნენ, ნაწილს პირადად აშანტაჟებდნენ. ეს პროცესი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აქტიურდებოდა. ბევრჯერ მითქვამს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ოჯახისა და ჩემს ტერორს არ შევეგუე და ბოლომდე ვიბრძოლე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ თემაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ. ერთი რამ ვიცი – ვინც უკანონობას გააგრძელებს, უმკაცრესად დაისჯება“, – აღნიშნავს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები