არჩილ გამზარდია: ფარული ჩანაწერების გავრცელებაში არ უნდა გამოირიცხოს რუსული კვალიც

ფარული ჩანაწერების გავრცელებაში არ უნდა გამოირიცხოს რუსული კვალიც, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი არჩილ გამზარდია აცხადებს.
ექსპერტის თქმით, რუსეთი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ხელშეწყობით ფიქრობს. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომლებიც რიტორიკით ეწინააღმდეგებიან რუსეთის სახელმწიფოს, თუმცა ფარულად სულ სხვანაირად მოქმედებენ.
“ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები, არ არის გამორიცხული ქვეყნის გარედანაც იყოს პროვოცირებული. შემიძლია ვთქვა, რომ ის გარემოებები, რასაც ვუყურებ, მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ ძალიან ბევრი პროცესი არის რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. ამის მიზანი ერთადერთია, რომ საქართველოზე შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს არ არის მზად ევროინტერგრაციისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზული ტემპით წავედით 3 წელიწადში წინ და ეს ევროპამ დაინახა, სწორედ ამიტომ ვშიშობ, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში გაცილებით უფრო ბევრ ადგილას იყვნენ ჩასაფრებულნი, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების გარკვეული სუბიექტების მოქმედება არ არის, ეს არის ბევრად უფრო მძლავრი პროცესი, რომელიც ხორციელდება რუსეთისგან საქართველოში, რა თქმა უნდა, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ხელშეწყობით. შეიძლება ეს ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომლებიც რიტორიკით ეწინააღმდეგებიან რუსეთის სახელმწიფოს, თუმცა ფარულად სულ სხვანაირად მოქმედებენ. რუსეთს და ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტს ჩვენში ლამის თანაბრად სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ საქართველო ანტიევროპული სახელმწიფოა, სადაც ადამიანის უფლებების მთელი რიგი საკითხები, კვლავაც ტოტალურად ირღვევა. ფარული ჩანაწერების გავრცელებაში არ უნდა გამოირიცხოს რუსული კვალიც“, – აცხადებს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები