ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაზე პრევენციული დარტყმებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხრეთ კორეაზე პრევენციულ დარტყმას განახორციელებს.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან სამხრეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა და აშშ ერთობლივ წვრთნებს გააგრძელებენ.
როგორც ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, დარტყმა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ გაჩნდება იმის ეჭვი, რომ სეული სამხედრო ინტერვენციას ამზადებს.
ამ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ფხენიანი მზად არის „სამხრეთ კორეის გათავისუფლების და ნაციონალური გაერთიანების ოპერაცია ჩაატაროს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები