„სტუდენტური ბილეთები“ და „ჩემი ბილეთი ოპერაში“- 2 ახალი ინიციატივა ოპერისა და ბალეტის მოყვარულებისთვის

10 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ორ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით – „სტუდენტური ბილეთები“ და „ჩემი ბილეთი ოპერაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ინიციატივით, ოპერაში ამოქმედდა ახალი პროქტი „ჩემი ბილეთი ოპერაში“, რაც გულისხმობს, რომ სეზონზე ერთი ან ორი საოპერო და საბალეტო სპექტაკლის ბილეთები სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება. პირველი ასეთი სპექტაკლი „ატილა“ იქნება.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში – „ ჩემი ბილეთი ოპერაში“ – 17 მარტს, ქართველი სოლისტების შესრულებით დაგეგმილ „ატილას“ მესამე საპრემიერო ჩვენებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10 ლარიდან დაიწყება და მხოლოდ 25 ლარს მიაღწევს. ასევე, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება. ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები