„ლარი გამყარდა, რადგან მოხმარება შემცირდა, დოლარზე მოთხოვნამაც, აქედან გამომდინარე, იკლო“

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ვალუტის არსებულ კურსზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი პირველ კვარტალში შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბალანსს საკმაოდ უარყოფითი ტენდენცია აქვს, ლარი გამყარდა და 2,45 მდე ჩამოვიდა.
„ვერ გეტყვით, რის ხარჯზე გამყარდა, რადგან არცერთი მონაცემი და კომპონენტი არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარე ან შიდა ფაქტორები გაუმჯობესდა და სწორედ ამის გამო გამყარდა ლარი. ალბათ უფრო მოხმარება და ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა, დოლარზე მოთხოვნამაც, აქედან გამომდინარე, იკლო. არჩევნების ბოლომდე ეროვნული ვალუტა იცურავებს იმ არეალში, სადაც დღეს არის, არ მოხდება მყარი მოძრაობა არც მარჯვნივ და არც მარცხნივ“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები