ნოდარ ხადურმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნშნულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
“დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანით როგორც მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დაგეგმილი სიახლები. ვფიქრობ, ეს ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი სტიმული იქნება”, – განაცხადა ხადურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაც შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ვადებს, ხადურის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენებთან მუშაობა მიმდინარეობს.
“ჩვენ ბიზნესთან ვმუშაობთ და თუ მათი მხრიდან იქნება არგუმენტები, ჩვენ თავისთავად ცხადია, რომ გვინდა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას და არა დამატებითი პრობლემები შევუქმნათ მათ”, – განაცხადა ხადურმა.