კახა კალაძე: გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას

“გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე მის საწინააღმდეგო სამოქალაქო აქტივობას გავლენა არ მოუხდენია, –  ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წინააღმდეგ გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები აქტიურობენ, რომლებიც მინისტრისა და ზოგადად დარგის დისკრედიტაციას ცდილობენ.
“სამოქალაქო აქტივობას ვერ ავღნიშნავ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს, მადლობაც კი გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოთმინებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვცა მთავრობას მანდატი იმისთვის, რომ გვეწარმოებინა ქვეყნისთვის მნიშნელოვანი მოლაპარაკებები. თუმცა ჩვენთვის სამწუხაროდ, ქვეყანაში არის გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის, ზოგადად, დარგის დისკრედიტაციას და თავიანთ სიცრუეზე, დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებებით აქვთ სურვილი, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს არაფერი კეთდება ენერგეტიკაში, არ ხორციელდება პროექტები, კალაძე არის კორუმპირებული”, – განაცხადა კალაძე.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებული განცხადებები სრულიად გაუგებარია, თუმცა საზოგადოება კარგად იცნობს ამ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთისთვის მაგისტრალის მიყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ის, რომ საქართველომ დამატებითი ბუნებრივი აირი შეიძინოს რუსეთისგან, ქვეყნის ღალატად მიაჩნიათ.
“ეს არიან ის ადმაიანები, ვინც საუბრობდა, რომ ამ მაგისტრალის მიყიდვა რუსეთისთვის, არანაირი პრობლემა არ იყო. თუმცა, თუ ჩვენ დამატებით მოცულობებს შევიძენთ რუსეთიდან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და სამშობლოს ღალატი”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა, სოვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს დღეს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით, 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. გარდა ამისა, „სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.
2012 წელთან შედარებით საქართელოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ი არის გაზრდილი, რამაც ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა განაპირობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები