მოლდავეთში პრეზიდენტის საერთო – სახალხო არჩევნების პროცედურა აღადგინეს

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა საერთო – სახალხო კენჭისყრით მოხდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. საკონსტიტუციო სასამართლომ მოლდავეთის პარლამენტის მიერ 2000 წლის 5 ივლისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად ცნო.
მიმდინარე წლის იანვარში მოლდავეთის პარლამენტის სპიკერმა ანდრიან კანდუმ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს დათანხმდება და რესპუბლიკის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი 2012 წლის მარტში აირჩიეს. მანამდე მოლდავეთის პარლამენტი პრეზიდენტს სამი წლის განმავლობაში ვერ ირჩევდა, კენჭისყრის შედეგებს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო აუქმებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები