ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის სახლი გაჩხრიკეს

ბრაზილიის პოლიციამ მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას სახლი გაჩხრიკა. თავად და სილვა დაკითხვისთვის დააკავეს. სან-პაოლოში, ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩატარებული ჩხრეკა ფართომასშტაბიანი ოპერაციის ნაწილია, რომელსაც დღეს ბრაზილიის სამართალდამცველი ორგანოები ატარებენ. მასში 200 პოლიციელი და საგადასახადო სამსახურის 30 თანამშრომელი მონაწილეობს. ჩხრეკები ნავთობის სახელმწიფო კომპანია Petrobras-ში კორუფციის საქმის გამო ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, მასში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობდნენ. კორუფციული სკანდალი 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ 100-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები