კახა კალაძე: „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ საქართველო ირანიდან ბუნებრივ აირს აღარ შემოიტანს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განმარტებით, “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, საქართველო ირანიდან ბუნებრივ აირს აღარ შემოიტანს. განცხადება ამის შესახებ მან “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გაკეთა.
“გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი, წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები