მიმდინარე წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 50-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაჯგუფება „ღვთის წინააღმდეგობის არმიის“ თავდასხმები გახშირდა. ამ დაჯგუფებას ჯოზეფ კონი ხელმძღვანელობს. არასამთავრობო ორგანიზაციის LRA Crisis Tracker-ის ინფორმაციით, რომელიც დაჯგუფების თავდასხმებს თვალ-ყურს ადევნებს, 1-ლი იანვრიდან 250 ადამიანი, მათ შორის 54 ბავშვი იყო გატაცებული.
სადამკვირვებლო ჯგუფში შიშობენ, რომ გამტაცებლები ბავშვებს არასრულწლოვანი ტერორისტების ჯგუფების შესაქმნელად იყენებენ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტერორისტებმა ორჯერ მეტი ადამიანი გაიტაცეს, ვიდრე მთელი წინა წლის განმავლობაში. ეს კი მიუთითებს, რომ რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა გაეროს, აფრიკული კავშირის და აშშ-ის სამშვიდობო კონტინგენტის არსებობის მიუხედავად, ვერ ხერხდება. „ღვთის წინააღმდეგობის არმია“ ჯოზეფ კონიმ დააარსა, რომელმაც 1987 წელს უგანდის მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება მოაწყო და მას შემდეგ ჯუნგლებში იმალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები