მოსკოვში მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია გარდაიცვალა

რუსეთის დამსახურებული არტისტი ნატალია კრაჩკოვსკაია მოსკოვში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სიცოცხლის ბოლო დღეები მსახიობი რეანიმაციაში იმყოფებოდა, სადაც ის თებერვლის ბოლოს გადაიყვანეს.
კრაჩკოვსკაიამ ფილმებში 80-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე ცნობილი მხატვრული ფილმებია: „ივან ვასილიევიჩი პროფესიას იცვლის“, „12 სკამი“, „ეს მხიარული პლანეტა“. კრაჩკოვსკაია, როგორც წესი, მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა, მაგრამ მაღალი ოსტატობით აკეთებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები