თურქეთში პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია

თურქეთის ქალაქ დიარბაკირში პოლიციამ მანიფესტაციის მონაწილეები დაარბია. მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ასობით ადამიანი ძალოვანი უწყებების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს.
თურქი სამხედროების თქმით, ისინი ქალაქში „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებს“ იჭერენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ რაიონში ასობით მშვიდობიანი პირი ცხოვრობს, რომლებსაც ძალოვანი სტრუქტურები საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები