ტუნისის უშიშროების ძალებმა ხუთი „ბოევიკი“ მოკლეს

ტუნისის უშიშროების ძალებმა ხუთი ადამიანი მოკლეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში ლიბიიდან მოხვდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ბენ-ქარდანში, ერთ-ერთ სახლში ბლოკირებული ჯიჰადისტები ბრძოლის დროს მოკლეს. სპეცოპერაციის დროს ერთი მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ამჟამად ხუთი „ბოევიკის“ დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.
ტუნისის შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მას შემდეგ მოიყვანეს, რაც თებერვალში აშშ-ის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ ბანაკზე იერიში მიიტანა, რომელიც ლიბიის ქალაქ საბრატას სიახლოვეს მდებარეობდა. აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ამ ბანაკს ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ტუნისელი აფარებს თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები