„სოკარის“ პრეზიდენტი: აზერბაიჯანი საქართველოს წელიწადში დამატებით 500 მლნ კუბომეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის

აზერბაიჯანი საქართველოს წელიწადში დამატებით 500 მილიონ კუბომეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის, – ამის შესახებ აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
„ჩვენ ადრე „შაჰდენიზიდან“ 800 მილიონ კუბურ მეტრ აირს ვიღებდით წელიწადში. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოწოდება 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ ამ გაზსადენის მეშვეობით, და იმავე რაოდენობით გაზს მიიღებს საქართველო, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას ყაზახის რაიონში შეაერთებს,“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ადრე ამის ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობდა. მაგრამ კონსორციუმ „შაჰდენიზის“ დახმარებით ეს ახლა უკვე შესაძლებელია. მომავალში მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან 2018 წლიდან, სავარაუდოდ, „გაზის სამხრეთის დერეფანი“ ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები