ნოდარ ხადური: წელს მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ ვცვლით

ზოგიერთ დარგში იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ზოგიერთში – შედარებით ნაკლები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო.
მისივე თქმით, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 7.2%-ით გაიზარდა.
,,მე გეტყვით, რომ დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 7.2%-ითაა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში მაღალი ზრდა იყო, ზოგიერთში – შედარებით ნაკლები, ამიტომ ჩვენ გავაანალიზებთ ამ სიტუაციას, თუმცა წელს მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ ვცვლით”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები