ნოდარ ხადური: ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი

მე ვმუშაობ – უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, – ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მედიაში გავრცელებულ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.
ნოდარ ხადური თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“მინდა გითხრათ, რომ მე ვმუშაობ – ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, მარტში შესაძლოა, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. არაოფიციალური ცნობით, თანამდებობის დატოვება მოუწევს, მათ შორის, ნოდარ ხადურსაც, რომლის შემცვლელადაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები