ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ სირიაში ტერაქტი მოხდა

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დანაღმული ავტომობილი პროვინცია ხამაში აფეთქდა. ჯერჯერობით არც ერთმა დაჯგუფებამ აფეთქებაზე პასუხიმსგებლობა არ აიღო.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ზავის მიუხედავად, სირიის სამთავრობო ჯარმა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს სირიის ოპოზიციის ძალებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური დამასკო ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები