თურქეთში საქართველო-თურქეთის ინვესტიციების წახალისების საკითხები განიხილეს

საქართველოს ვიცე -პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებულ სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდა და ქართულ-თურქული ორმხრივი ინვესტიციების შემდგომი წახალისების საკითხი განიხილა. შეხვედრა თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე და სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ინვესტიციების შემდგომი წახალისების მიმართულებით. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია როგორც თურქული ბიზნესისა და ინვესტიციების დაცვა და წახალისება საქართველოში, ისევე ქართულისა – თურქეთში.
საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 24-25 თებერვალს თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა თურქეთის სამთავრობო და ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები