დავით ნარმანია: ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება

ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენს ეკონომიკურ სამსახურს ერქმევა ეკონომიკური განვითარების სამსახური, ბიზნესის ხელშეწყობა – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის განახორციელებს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს და პროგრამებს.
„ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სერვისების მიწოდებაზე, სერვისის მიწოდების პროცედურების გამარტივებაზე.
არის სექტორები, რომელთაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეკონომიკურ სამსახურს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური ერქვა. თუმცა პოლიტიკას ეკონომიკის სექტორში ცენტრალური მთავრობა ატარებს.
ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენს ეკონომიკურ სამსახურს ერქმევა ეკონომიკური განვითარების სამსახური და ის განახორციელებს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს და პროგრამებს. კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული უწყებები ერთ სამსახურში გაერთიანდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები