საქართველოში ჩეხური ლუდის მწარმოებელი ქარხანა აშენდება

საქართველოში ჩეხური ლუდის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება. ამის შესახებ შეთანხმება პრაღაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ჩეხ ბიზნესმენებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, პრემიერის და ჩეხი ბიზნესმენების შეხვედრაზე სხვა სფეროებში თანამშრომლობაზეც იყო საუბარი. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად აშენდება ჩეხური ლუდის ქარხანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები