“აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სამი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში თხილის და ჩაის საწარმოების მშენებლობა,ასევე რძის გადამამუშავებელი კომბინატის შექმნა იგეგმება.
აღნიშულ საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
„ეს არის თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩაის საწარმო და ასევე, რძის გადამამუშავებელი კომბინატი. სამივე პროექტი ძალიან კარგი და მისასალმებელია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი ბოლომდე იქნას ათვისებული, ვინაიდან ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული დარგი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები