დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების თაობაზე შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების თაობაზე შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“, – ასე გამოეხმაურა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში, ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ გამართულ პირველი რაუნდის მოლაპარაკებებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართული მხარე საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და არის გარკვეული მიღწევებიც.
ვიცე-პრემიერმა კომენტარი, ასევე, თბილისში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაციასთან (EFTA) მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის პრაქტიკულად მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რისი დასრულების შემდეგაც ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გატანის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა ეძლევათ.
,,ეს იქნება კიდევ 14 -მილიონიანი დამატებითი ბაზარი, რომელზეც ქართველ მწარმოებლებს და სერვისის მიმწოდებლებს შეეძლებათ ტარიფების გარეშე თავიანთი პროდუქციის მიწოდება“, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები