გიორგი კვირიკაშვილსა და ჩეხ კოლეგას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში შედგა

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ვაჭრობის სფეროს პერსპექტივებზე გამახვილდა.
განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის დიდია ინტერესი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. საუბარი წარიმართა ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. შეხვედრას ჩეხეთისა და საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები