საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს

საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე გაამახვილეს.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოჰუსლავ სობოტკა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები