ჩეხეთის რესპუბლიკაში გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიის დასრულებისთანავე საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ჩეხ კოლეგას, ბუხუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები