ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს განმარტავს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს განმარტავს.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მამუკა ახვლედიანის საჯარო კრიტიკულ განცხადებებს სასამართლო სისტემის შესახებ.
როგორც გვენეტაძე აცხადებს, გათავისუფლების ძირითადი საფუძველი სასამართლოში შესულ საქმეთა განწილების პრობლემებია,რომელიც მისი თქმით, ახვედიანის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად დაფიქსირდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა ყველა იმ ნორმატიული აქტის გადახედვა, რომელიც სასამართლოში იყო შემოღებული; სწორედ ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა დარღვევები საქმეთა განაწილების მხრივ.
„საბჭო დღევანდელ სხდომაზე ელოდებოდა მამუკა ახვლედიანს. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეგნებულად თავს არიდებს საბჭოზე გამოცხადებას და პასუხების გაცხემას იმ კითხვებზე, რომელებიც არსებობდა. ყველა წუთს და საათს აქვს მნიშვნელობა, როდესაც საქმე უკავშირდება სასამართლოს გამართულ მიუშაობას”, – განაცხადა გვენეტაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მხარი, პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები