ლევან ბერძენიშვილი: ყველა „მრეწველთან“კონტაქტი მაქვს და კაციშვილს არ უთქვამს ის, რაც გოგიმ თქვა
თოფაძის გარდა, ყველა „მრეწველთან“კონტაქტი მაქვს და კაციშვილს არ უთქვამს ის, რაც გოგიმ თქვა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის, გოგი თოფაძის ადგილი არც კოალიციაში და არც „მრეწველებში“ არ არის. მისივე თქმით, ეს მისი პირადი პოზიციაა და არ იცის, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კოალიციის პოლიტსაბჭომ. „ვიღაც ამბობს, რომ გოგი მეგობარია და მეგობრობას არავინ დაუშლის – მეგობრობას გზად და ხიდად. თოფაძის გარდა, ყველა „მრეწველთან“კონტაქტი მაქვს და კაციშვილს არ უთქვამს ის, რაც გოგიმ თქვა“, – დასძინა ბერძენიშვილმა