კახა კალაძე: ყველა რეფორმას განვახორციელებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა ჰქვია

ჩვენ ყველა რეფორმას განვახორციელებთ, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა ჰქვია – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა გზა ევროპისკენ აირჩია.
„მთავარი და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია გზა, გზა ევროპისკენ და საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ ყველა რეფორმას განვახორციელებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ძალიან მალე მოხდეს იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა ჰქვია. ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება რუსული პროპაგანდის გაძლიერება, ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები