როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 22–28 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა კი +7 +12 გრადუსია მოსალოდნელი.
“23 თებერვალიდან გამოიდარებს. 29 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14 +19 გრადუსი იქნება”, – აცხადებენ სააგენტოში.