დიმიტრი ქუმსიშვილმა “აწარმოე საქართველოში” – პროგრამაში შეტანილი ცვლილებები განმარტა

პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ქვედა ზღვარი იყო 250 000 ლარი და 150 000 დოლარი, ახალი განკარგულების მიხედვით ეს ზღვარი მცირდება, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა “აწარმოე საქართველოში” შეტანილი ცვლილებების განმარტებისას განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე გაიტანეს და ის რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
“ეს ცვლილებები ეხება ქვედა ზღვარს. მოგეხსენებათ, რომ პროგრამაში ქვედა ზღვარი იყო 250 000 ლარი და 150 000 დოლარი. შესაბამისად, ახალი განკარგულების მიხედვით ეს ზღვარი მცირდება. ზღვარი დაწესება 75 000 დოლარი და 150 000 ლარით. თითონ ცვლილება განპირობებული იყო მოთხოვნით, კერძო სექტორთან და ბანკებთან არაერთი კონსულტაციით. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამატეთ საწარმოების გაფართოების ნაწილი, აღნიშნული კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და ის მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბენეფიციარების რაოდენობა პროგრამაში გაზიარდოს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ბანკებთან მოლაპარაკების შედეგად, ლარში დაწესებული ზედა ზღვარი, რომელიც 13%-ს შეადგენდა, გაიზარდა.
“ლარში ჩვენ გვქონდა დაწესებული მაქსიმალური ზედა ზღვარი, რომელიც 13% იყო და აღნიშნული ზედა ზღვარი გავზარდეთ. შესაბამისად, უკვე თანხების რაოდენობის მიხედვით ის გაიზარდა და ეს არის – 3-დან 5 მილიონ ლარამდე კრედიტის შემთხვევაში – 15%, საიდანაც ჩვენ გარკვეულ ნაწილს დავასუბსიდირებთ. 16% იქნება მილიონ -ნახევრიდან 3 მილიონი ლარის შემთხვევაში, ხოლო მილიონ -ნახევარ ლარამდე სესხის შემთხვევაში – 17%”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი ცვლილება შეეხო სასტუმროს კომპონენტს და დაზუსტდა სასტუმროს განმარტება. “კანონიდან აღებულ განმარტებას დაემატა ოთახების რაოდენობა და დაიწერა, რომ ეს იქნება 10 ოთახი. აღნიშნულით ჩვენ წავახალისებთ საოჯახო სასტუმროების განვითარებას და სწორედ ეს იყო ჩვენი ამოცანა. ასევე დაზუსტდა საერთაშორისო ბრენდის განმარტება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სასტუმროების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მიმართულებასაც”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები