გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პროექტში შესწორებები შემოგვაქვს

პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პროექტში შესწორებები შემოგვაქვს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მცირე მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს.
“დღეს, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პროექტში შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ – ეს იქნება 150 000 ლარი და 75 000 დოლარის ეკვივალენტი. ასევე თვითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრება, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები