ლაშა პაპაშვილი: ორი დილემა აქვს მთავრობას, რაზეც ფიქრობენ და აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დავგეგმეთ
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
როგორც პაპაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხები უძრავი ქონებისა და სასამართლო სისტემის საკითხებს ეხებოდა.
“უძრავი ქონების კუთხით დავაყენეთ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე იყო სასამართლოს მობილურობის უზრუნველყოფა. ეს ორი დილემა აქვს მთავრობას, რაზეც ფიქრობენ და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დავგეგმეთ”, – განაცხადა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს სასტუმრო “რედისონში” ბიზნესაცოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი საგადასახადო რეფორმის პროექტი წარუდგინა.