გიორგი ჭირაქაძე – მთავარია ის პოზიტივი, რასაც ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაში ვხედავთ

ბიზნესასოციაციის თავმჯდომარის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია.
ამის შესახებ მან სასტუმრო “რედისონში” საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მთავარი არის ის პოზიტივი, რასაც ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაში ვხედავთ. ხელისუფლება პირდაპირ აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომელიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია. ჩვენ პრემიერს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ის საკითხები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წამოიწია, მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს საკითხები იქნას განხილული. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან კომუნიკაციის ფონზე, სერიოზულად შეცვლილია და აქტიური კომიუნიკაციის ფაზაზე გადავდივართ. შეხვედრაზე იმ რისკების შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც საარჩევნო პერიოდთან არის დაკავშირებული. პრემიერი დაგვპირდა, რომ ამ რისკებს გაითვალისწინებს. ამაზე საუბარი ჩვენ მომავალშიც გვექნება”, – აღნიშნა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები