გიორგი ქადაგიძე: გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომელიც გვქონდა, რათა ვუპასუხოთ გამოწვევებს
საგარეო ფაქტორებს ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ლარის გაუფასურების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავარია როგორ პასუხობს საგარეო ფაქტორებს საქართველოს შიდა ეკონომიკა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ უპასუხებს გამოწვევებს ქვეყანა. “რა თქმა უნდა საგარეო ფაქტორებს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი გზა, შეგვიძლია მუდმივად ვისაუბროთ საგარეო ფაქტორებზე, მუდმივად ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე, საბერძნეთის კრიზისზე და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ, ან არის მეორე გზა – ჩვენ გაათმაგებული ენერგიით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, გავაანალიზოთ ის შეცდომები და წარმატებები, რომელიც გვქონდა, რათა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა. ჩვენ ვართ პატარა, ღია ტიპის ეკონომიკა გვაქვს, საგარეო ფაქტორებს ყოველთვის აქვს გავლენა და ადგილი მომავალში. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, როგორ ვპასუხობთ საგარეო ფაქტორებს, როგორი პოლიტიკა გვაქვს და როგორ ვპასუხობთ. ეს არის გადამწყვეტი და რამდენად წარმატებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.