მამუკა ხაზარაძე: ცალკეული საკითხები, რომლებიც ბიზნესმენებმა დააყენეს, იქვე გადაწყდა

„ცალკეული საკითხები, რომლებიც ბიზნესმენებმა დააყენეს, იქვე გადაწყდა“, – ასე შეაფასა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ბიზნესმენების მიერ წამოჭრილი ზოგიერთი საკითხების მიმართ, ჩაინიშნა მომავალი შეხვედრები იმ უწყებებთან, რომლებიც ამ საკითხებს გადაწყვეტენ. თავად, შეხვედრა კი მამუკა ხაზარაძემ დადებითად შეაფასა. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე უძრავ ქონებასთან და სასამართლოს მობილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა “რედიქსის” გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები