ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა

ტაივანის სამაშველო სამსახურებმა 5 თებერვლის მიწისძვრის კიდევ ერთი მსხვერპლის ცხედარი აღმოაჩინეს. მსხვერპლის საერთო რაოდენობა ამჟამად 94-ს შეადგენს. 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანების აღმოჩენის ალბათობა ძალზე დაბალია.
სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, 17-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველა დაკარგულის აღმოჩენამდე არ შეჩერდება.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს იმ საშმენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა დააკავეს, რომელმაც ჩამონგრეული სახლი ააშენა. 3 ადამიანს სამსახურებრივი გულგრილობა ბრალდება, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები