ავღანეთში პოლიციელების ფორმაში გადაცმულმა „ბოევიკებმა“ ხუთი სამართალდამცველი მოკლეს

პოლიციელების ფორმაში გადაცმულმა „ბოევიკებმა“ ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში პოლიციელების ბლოკსაგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ხუთი სამართალდამცველი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. როგორც Khaama Press-ს პოლიციაში განუცხადეს, თავდასხმა, სავარაუდოდ, მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ერთი თვის წინ მომხდარი მსგავსი თავდასხმის შედეგად ათი პოლიციელი დაიღუპა. ავღანეთში ბოლო დროს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამწვავდა. მოძრაობა „თალიბანმა“, რომელიც მანამდე სოფლის დასახლებებს აკონტროლებდა, რამდენიმე დიდ ქალაქზე შეტევა დაიწყო. ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებიც“ გააქტიურდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები