ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ხელისუფლება კომპენსაციების შესახებ შეთანხმდა

ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერი მუსტაფა აკინჯი და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი იმ კვიპროსელებისთვის კომპანსაციის გადახდაზე შეთანხმდნენ, რომლებმაც 1974 წელს თურქეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ქონება დაკარგეს. ამ მოლაპარაკებაზე მხარეები კუნძულ კვიპროსის პოლიტიკური და ეკონომიკური მართვის განცალკევების შესახებ შეთანხმდნენ.
ამასთანავე, როგორც ნიკოს ანასტასიადისმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მხარეებს შორის ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი საკითხი არსებობს და მათ მოსაგვარებლად კიდევ ბევრი დრო იქნება საჭირო. ოთხი წლის წინ კვიპროსის რესპუბლიკამ ხმელთაშუა ზღვაში დიდი რაოდენობით გაზის მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა, მაგრამ თურქეთმა და ჩრდილოეთ კვიპროსმა ამ საბადოზე საკუთარი პრეტენზიები განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები