სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიუნხენში მიაღწიეს

აშშ-ის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დიპლომატებმა სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბრძოლო მოქმედებები ერთ კვირაში უნდა შეწყდეს. შეთანხმება მიუნხენში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს დიპლომატის მონაწილეობით გაფორმდა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს სირიის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის საშუალება ექნებათ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ამჟამად ეს ხელშეკრულება მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და შედეგზე საუბარი მხოლოდ მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ იქნება შესაძლებელი. შეთანხმება „ისლამურ სახელმწიფოს“ და სირიაში მოქმედ სხვა რადიკალურ დაჯგუფებებს არ ეხებათ. ამის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ავიაცია იერიშების შეჩერებას არ აპირებს, ვინაიდან ის სწორედ ამ რადიკალურ დაჯგუფებებს ბომბავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები