ვენესუელაში სამი ადამიანი „ზიკას“ ვირუსით გარდაიცვალა

„ზიკას“ ვირუსი ვენესუელაში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
„მთლიანად ქვეყანაში „ზიკას“ ვირუსით 319 ადამიანია დაავადებული, მათგან 68-ის მდგომარეობა – მძიმეა. სამი ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მადურომ აღნიშნა, რომ ყველა პაციენტს სათანადო მკურნალობა უტარდება. ავსტრალიაში კი „ზიკას“ ციებ-ცხელება უკვე მეორე ორსულ ქალს დაუდგინდა. ეს ფაქტი ვიქტორიას შტატში დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა კი ორი დღის წინ ავსტრალიის კვინსლენდის შტატში მოხდა. ორივე ქალი ვირუსით საზღვარგარეთ დაავადდა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1-ელ თებერვალს „ზიკას“ ვირუსის ეპიდემიას სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში საგანგებო სიტუაციის კვალიფიკაცია მიანიჭა. მსოფლიოში ამ ვირუსით უკვე ათიათასობით ადამიანია დაავადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები