სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (ვიდეო)
ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ხელმძღვანელის, ანდრეი ლისენკოს თქმთ, მას სამხედრო საიდუმლოების გაცემაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რაც სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
სააკაშვილმა ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წინა ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროები და მათი პოზიციების განლაგება კარგად ჩანს.
„ეს არის უკრაინული პოზიციების გამოაშკარავება, ჟურნალისტებსაც კი მსგავსი რამ ეკრძალებათ. ეს კი სახელმწიფო მოხელემ გააკეთა“, – განაცხადა ლისენკომ.
ლისენკოს აზრით, ეს საქმე შსს-მ სამხედრო პროკურატურამ და კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ზორიან შირიაკმა განაცხადა, ,,მარიუპოლში სააკაშვილის „ვოიაჟით“ სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს.