ნიგერიაში ორ აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ორი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 78 – დაშავდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ტერორისტული აქტი დევნილების ბანაკში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ბანაკის ტერიტორიაზე შეაღწია და ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედა. ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას ტერორისტულ შეტევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შარიათის კანონების შემოღებას ცდილობს. ეს დაჯგუფება თავდასხმებს მეზობელი ჩადის, ნიგერიის და კამერუნის ტერიტორიაზეც აწყობს.