„წითელი ჯვარი“ – ალეპო 50 ათასმა ადამიანმა დატოვა
სირიაში, ალეპოს პროვინციაში, სამთავრობო ალების და რუსული ავიაციის შეტევების გამო, 50 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა. ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პროვინციაში ჰუმანიტარული სიტუაცია დღითიდღე უარესდება, ალეპოს სასმელი წყალი არ მიეწოდება, მოსახლეობა ელექტროენერგიის და საწვავის მწვავე დეფიციტს განიცდის. ალეპოდან წასული ლტოლვილების უდიდესი ნაწილი თურქეთის საზღვართან იმყოფება. მანამდე სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალეპოს პროვინციაში შეტევის დაწყებიდან 500 ადამიანი, მათ შორის ათეულობით მშვიდობიანი პირი დაიღუპა.