ორეგონის შტატში FBI-ის თანამშრომლებმა იმ შენობას ალყა შემოარტყეს, რომელშიც რამდენიმე პირი უკანონოდ შეიჭრა
აშშ-ის ორეგონის შტატში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა მალჰირის ეროვნული ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობას ალყა შემოარტყეს. სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოთხი პირი იმყოფება, რომლებთანაც მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შენობაში მყოფმა პირებმა ნევადის ასამბლეის წვრებთან და ევანგელისტურ სასულიერო პირთან შეხვედრა მოითხოვეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა შენობა იანვრის დასაწყისში დაიკავეს. მათ და ფედერალურ მთავრობას შორის დიდი ხნის კონფლიქტია მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. საპროტესტო ქციის ერთ-ერთ ლიდერი – 40 წლის ამონ ბანდი და მისი რამდენიმე მომხრე 27 იანვარს დააკავეს.